loader

“ყველა გულანთებულ და თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანს მინდა მივმართო!” - როინ ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველა გულანთებულ და თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანს მინდა მივმართო!” - როინ ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი როინ ქოჩორაშვილი 4 ოქტომბერთან დალავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"არ მინდა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა როგორც ერთი მხრიდან ისე მეორე, ქვეყანა მიიყვანონ სამოქალაქო დაპირისპირებამდე! 4 ოქტომბერი ბოიკოტის მომხრეებისთვის არის მშვიდობიანი რევოლუციის დღე, უპასუხისმგებლო და არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის დიქტატურის ოფიციალურად გაფორმების დღე!

ყველა გულანთებულ და თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანს მინდა მივმართო! არ წამოეგონ მიზანმიმართულ პროვოკაციას, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შავი ლაქა და ტრაგედია საქართველოს ისტორიაში!! არ არსებობს დამხობა ძალადობის გარეშე, თუ ვინმეს აწყობს დღეს ქვეყანაში დაძაბული ფონი, ეს არის ქართული ოცნება, რათა საკუთარ მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაანახოს საკუთარი ძალა! არჩევნებია ის გზა რომელიც ქართულ ოცნებას აცლის ძალას და ასუსტებს, როგორც შიგნით ქვეყანაში ისე საერთაშორისო მაშტაბით!! ამას იმიტომ ვწერ რომ, არ მინდა 5 ოქტომბერს ისევ სამოქალაქო დაპირისპირების და ჩვენი თანამემამულეების დარბევის და დასისხლიანების მოწმე გავხდე!!

უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას" - წერს როინ ქოჩორაშვილი.