loader

თბილისში, “ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში“ მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, “ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში“ მიმდინარეობს

თბი­ლის­ში, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი მე­გობ­რო­ბის მარ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­გობ­რო­ბის მარ­შის მი­ზა­ნია, გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის, პე­ტერ ფი­შე­რის მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც 24 სექ­ტემ­ბერს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­ბა­რეს.

მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს­თან შე­იკ­რიბ­ნენ და მსვლე­ლო­ბით მი­ე­მარ­თე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის­კენ. ის­მის შე­ძა­ხი­ლი: “მად­ლო­ბა”.რო­გორ მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი “არის თავ­დას­ხმა არა მხო­ლოდ ელჩზე, არა­მედ ქარ­თულ-გერ­მა­ნულ მრა­ვალ­წლი­ან მე­გობ­რო­ბა­ზე“.

„გერ­მა­ნია არის სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი. მისი აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით, უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა თუ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ახა­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა. გერ­მა­ნი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ამ პარტნი­ო­რო­ბის სიმ­ბო­ლო“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ მარ­შის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

მარშს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ებს გაშ­ლი­ლი აქვთ გერ­მა­ნი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 24 სექ­ტემ­ბერს გერ­მა­ნი­ის ელჩი, პე­ტერ ფი­შე­რიც და­ი­ბა­რეს. რო­გორც გერ­მა­ნი­ის ელჩმა გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის პირ­ვე­ლი „და­ბა­რე­ბა“ იყო. ელჩი ასე­ვე აცხა­დებს, რომ მას არ მო­უს­მი­ნეს. შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­გა­რეო უწყე­ბა­მაც. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, შეხ­ვედ­რა­ზე გერ­მა­ნი­ის ელჩს გა­ნე­მარ­ტა, რომ ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის წევ­რი ვალ­დე­ბუ­ლია, პა­ტი­ვი სცეს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებს, ამას­თან, აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არ ჩა­ე­რი­ოს მას­პინ­ძე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შიდა საქ­მე­ებ­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პე­ტერ ფი­შე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს შეხ­ვდა.