loader

"ერთიდაიგივე გიჟური კითხვების დასმა არ შეიძლება, ისტერიკაში ხართ" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთიდაიგივე გიჟური კითხვების დასმა არ შეიძლება, ისტერიკაში ხართ" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-თან კონკრეტული მიზანი აქვთ - სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლელივით.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ამ ყველაფერში თავის წვლილს შეიტანს.

„ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. აშშ-თან ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან აშშ-თან კონკრეტული გზამკვლელივით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაშიც თავის წვლილს შეიტანს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამისთვის, დანარჩენი, დაველოდებოდით ამერიკის პოზიციას“, -განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.