loader

კადრები ბათუმიდან, სადაც ავარიას ქვეითი ემსხვერპლა -"ავტომობილი გზაზე გაჩერებულ 6 მანქანას შეეჯახა, შედეგად ტროტუარზე მყოფი პირი დაიღუპა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბათუმიდან, სადაც ავარიას ქვეითი ემსხვერპლა -"ავტომობილი გზაზე გაჩერებულ 6 მანქანას შეეჯახა, შედეგად ტროტუარზე მყოფი პირი დაიღუპა"

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ერთი ავტომობილი გზაზე გაჩერებულ 6 მანქანას შეეჯახა, შედეგად ტროტუარზე მყოფი პირი დაიღუპა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის”, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეო: აჭარა თაიმსი