როგორ აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე?
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას.
ხელისუფლების ოპონენეტები განმარტავენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი როგორც გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ტრიბუნებზეც ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს აჟღერებს.
მათივე თქმით, ის ფაქტი, რომ ოფიციალურ პირს არაფერი უთქვამს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის შესახებ, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურო განწყობების მანიშნებელია.
მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოში ადანიანის უფლებების დაცვის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა - ოპოზიციაში ყაველაშვილის ეს სიტყვებით უპასუხოდ არ დარჩა. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებებით, ამ განცხადებით მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება სცადა.