“ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრებს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს
ნაძალადევში, “ლელო- ძლიერი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე ირაკლი კუპრაძის გამოსვლის დროს უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.
ინციდენტის დროს,სიტყვით გამოსვლის დროს, კუპრაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება ლაყე კვერცხების“ პარტიაა და ეს არის „ქართული ოცნების“ სახე და შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
„ასეთი სასაცილო მცდელობებით, ვერაფერს გააკეთებენ,....
“ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ლაყე კვერცხების პარტიად. ლაყე კვერცხების, ლაყე დაპირებების“, - აღნიშნა კუპრაძემ.