loader

"რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!" - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!" - სალომე ზურაბიშვილი

მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლაში უკრაინასთან თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.

როგორც ზურაბიშვილი წერს, რუსეთის ხსენების თავიდან არიდება განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც 2 დღეში, 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღეა.

“რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!“,- წერს „ფეისბუქ“ გვერდზე მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რითაც ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას.