ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ჩანს როგორ ჩაინგრა ხალხის თვალწინ გზა და ღრმა ორმო წარმოიქმნა - შემთხვევა ბანგკოკში, საავადმყოფოს წინ მოხდა
ვრცელდბა კადრები, სადაც ასახულია როგორ ჩაინგრა ბანგკოკში, საავადმყოფოს წინ მდებარე გზის ნაწილი და ღრმა, დაახლოებით 160 ფუტის სიღრმის წყლით სავსე ორმო წარმოიქმნა.
კადრებში ჩანს, რომ ნგრევამ თან რამდენიმე ელექტროგანათების ბოძი ჩაიტანა და მიწისქვეშა კომუნიკაციები გააშიშვლა, პანიკაში ჩავარდნილი ფეხით მოსიარულეები და მანქანები კი ინციდენტის ადგილიდან თავის დაღწევას ცდილობენ.
ბანგკოკის კატასტროფების პრევენციის სამსახურის დირექტორმა სურიაჩაი რავივანმის განცხადებით, ნგრევა ძლიერმა წვიმებმა და წყალგაყვანილობის მილის დაზიანებამ გამოიწვია. განაგრძეთ კითხვა>>>