რას ამბობდა ბიჭიკო პაიკიძეზე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც მისი შვილის ნათლიაა - დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიჭიკო პაიკიძეს სუს-ი მიმალვასა და თაღლითობას ედავება
გრიგოლ ლილუაშვილი 2 წლის წინანდელ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლიაა.
გრიგოლ ლილუაშვილის ინტერვიუ სტუდია მონიტორის სპეციალური რეპორტაჟიდან, რომელიც ეთერში 2024 წლის 1-ელ თებერვალს გავიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირი დააკავა, - რის თაობაზეც სპეციალური ბრიფინგ გაიმართა სუს-ში.
რა არის ცნობილი ბიჭიკო პაიკიძეზე?
ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად და გულშემატკივრად მიიჩნეოდა.
სამშენებლო კომპანია შპს B.P. TRANS-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანია 2012 წლის 27 იანვარს დაარსდა და ეწეოდა საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრ სამუშაოებს და სპეციალური ტექნიკის მომსახურებას.
2023 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს.