"შენ გენაცვალე" ნიუიორკული აქცენტით - ემიგრანტი მომღერალი ილუშა ცინაძე
ქართულად ამღერებული ამერიკელები და ილუშა ცინაძისეული "მოხევის ქალო თინაო" მთელმა საქართველომ მოისმინა. ახლახან კი ინტერნეტსივრცეში ემიგრანტი მომღერლის ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი "შენ გენაცვალე" გამოჩნდა. კლიპის ნაწილი თბილისსა და ნიუ იორკშია გადაღებული. ილუშასთან ერთად მისი მეგობარი გოგონა, ამერიკელი ჯინ როუ მღერის.
ილია (ილუშა) ცინაძე ნიუ იორკში ოჯახთან ერთად 1991 წელს დასახლდა. აქვე ჩამოაყალიბა ბენდი, რომელიც ჯაზსა და ფოლკს მღერის. შემოქმედებაში უხვად იყენებს სხვადასხვა ერის ხალხურ სიმღერებს, მათ შორის - ქართულს. 2011 წლის ბოლოს ილუშამ და მისმა ბენდმა სადებიუტო ალბომი "Deda Ena/Mother Tongue" გამოუშვეს, რომელშიც ქართული ხალხური სიმღერების განახლებული ვერსიების გვერდით, ბრაზილიური, მექსიკური და აფრიკული ხალხური სიმღერების მოსმენაა შესაძლებელი.