"19 წლის გოგოს დამწვარი აქვს სახე, კიდურები, გულმკერდი და ზურგის ნაწილი... აქვს სასუნთქი გზების დაზიანება" - გუგა ქაშიბაძე ლოტკინის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებულზე
"19 წლის გოგოს დამწვარი აქვს სახე, კიდურები, გულმკერდი და ზურგის ნაწილი... აქვს სასუნთქი გზების დაზიანება... არის რეანიმაციულ განყოფილებაში, შესაბამისად მდგომარეობა არის სერიოზული" - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე "TV პირველთან".
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.