ხობის კულტურის სასახლეში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ვახტანგ ლოლუას საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა
ხობის კულტურის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ვახტანგ ლოლუას საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა.
მსოფლიო ჩემპიონსა და მის მწვრთნელებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და გულშემატკივრებმა მიულოცეს.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხობელმა ფალავანმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ავტორი: მაიკო ძაგანია