loader

მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციებიდან 300 დღის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილი სიმბოლურად 300 არაგველის მემორიალთან შეიკრიბა.

დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანია - “ბოლომდე! საქართველოს გადასარჩენად".

პროტესტის ის მონაწილეები, რომლებიც 300 დღეა უწყვეტად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, აცხადებენ, რომ 300 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას სთხოვენ, დაუბრუნდეს „საკონსტიტუციო ჩარჩოებს და შეწყდეს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი“.

ამ დროისთვის პარლამენტთან, სადაც მარშის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ფილმის ჩვენება მიმდინარეობს. ასევე ნაჩვენები იქნება აქციების დროს დაკავებული აქტივისტების შესახებ მომზადებული ვიდეო -რგოლები.