"უკვე სასაცილოც აღარ არის - წელს თურქმენეთიდანაც დაიწყო კვერცხის შემოტანა“ - საქართველოში კვერცხის იმპორტი გაიზარდა
საქართველოში კვერცხის იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში 18 488 000 ერთეული ფრინველის საკვები კვერცხი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 11 453 000 ათასი.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს კვერცხის იმპორტი მხოლოდ 2 ქვეყნიდან, ბელარუსიდან და თურქმენეთიდან განხორციელდა. კერძოდ, ბელარუსიდან 17 536 000 ცალი, ხოლო თურქმენეთიდან - 953 000 ცალი შემოვიდა.
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე "ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კვერცხის იმპორტი ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში კვერცხის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი საკმარისზე მაღალია, პროდუქტის იმპორტი სასაცილოც კი აღარ არის. გააგრძელეთ კითხვა