loader

"პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს..." - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"ჰო, ჰო, ჰოოო, პროკურატურიდან დამირეკეს დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე.

ხვალ, 16:30 და რა თქმა უნდა, მივალ იმ უწყებაში (პროკურატურაში) სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, ქოლცენტრები, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.~

ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და კანონიერი ქურდის კალაშოვის დაცვით დადის.

ხვალ მხიარული დღე მექნება" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.