loader

"კატასტროფა ხდება, ეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა" - ხელჩართული ბრძოლა ქალ ფეხბურთელებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კატასტროფა ხდება, ეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა" - ხელჩართული ბრძოლა ქალ ფეხბურთელებს შორის

ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა ქალ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მელ­შიც გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც ჩა­ერ­თო. შემ­თხვე­ვა 21 სექ­ტემ­ბერს, "ლან­ჩხუ­თი­სა" და "ნიკე-ლუსოს" მატ­ჩი­სას მოხ­და, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის დიღ­მის ბა­ზა­ზე გა­ი­მარ­თა. მატ­ჩი ლან­ჩხუ­თელ­თა და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­და, ან­გა­რი­შით 1:2.

და­პი­რის­პი­რე­ბა მატ­ჩის მი­წუ­რულს და­ი­წყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ოქ­მით, მსაჯ­მა წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა სილ­მა­რის სმიტ-პა­უ­ელს ("ლან­ჩხუ­თი“) და ნინო ბუხ­რი­კი­ძეს ("ნიკე-ლასო“). მომ­ხდარ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ლან­ჩხუ­თის“ ფეხ­ბურ­თელ­მა, ანა­ნო წი­ქა­რი­ძემ.

"ვინც არ იცით, 16 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ლან­ჩხუთ­ში“ ვთა­მა­შობ. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის დიდი დიღ­მის სტა­დი­ონ­ზე "ნიკე-ლუსოს­თან“ ვი­თა­მა­შეთ.

მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის, რო­მელ­შიც მე პი­რა­დად არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ამ დროს ტრი­ბუ­ნი­დან ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე შე­მო­ვარ­დნენ "ლუსოს“ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩხუბ­ში ჩა­ერ­თნენ. ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი უცებ შე­მო­მატ­რი­ა­ლა და სა­ხე­ში მუშ­ტი და­მარ­ტყა.

ვის ევა­ლე­ბო­და ჩვე­ნი დაც­ვა? ასე შე­იძ­ლე­ბა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ფეხ­ბურ­თელს, მით უმე­ტეს, არას­რულ­წლო­ვანს, თან ქალს, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. ეს არის ყოვ­ლად გა­უ­გო­ნა­რი ფაქ­ტი. მე უკვე ვე­ღარ ვგრძნობ თავს უსაფრ­თხოდ და ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს.ამ ფაქ­ტის ასე და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან გთხოვთ, ვი­საც ეს ევა­ლე­ბა, გა­ა­ტა­როს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აღარ გან­მე­ორ­დეს“, - წერს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­ლებს ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს.

მომ­ხდარ კონ­ფლიქტზე ორი­ვე კლუბ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

"ლან­ჩხუ­თის“ გან­ცხა­დე­ბა:"მატჩში და­ფიქ­სირ­და სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი - მო­ე­დან­ზე შე­მოჭ­რილ­მა "ნიკე-ლუსოს“, ჩვე­ნი შეც­ნო­ბით, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს "ლან­ჩხუ­თის“ ფეხ­ბურ­თე­ლებს. და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ასე­ვე არას­რულ­წლო­ვან­მა ანა­ნო წი­ქა­რი­ძემ, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც თვალ­სა­ჩი­ნოა.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მას­პინ­ძე­ლი გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მო­ე­დან­ზე შე­მოს­ვლა და­ი­წყეს სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნამ­დე. გვინ­და, ჩვენს მე­ტო­ქე­ებს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ფეხ­ბურთში კრი­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს - ქა­ლე­ბის და ბავ­შვე­ბის ცე­მით ჩემ­პი­ო­ნო­ბა არ მი­იღ­წე­ვა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა, კლუ­ბი მი­მარ­თავს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა ზო­მას, მათ შო­რის მატ­ჩის შე­დე­გის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნას და შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის და­კის­რე­ბას“. განაგრძეთ კითხვა