loader

„სამწლიანი ბრძოლა, რომელშიც დამარცხდა სიცოცხლე...“ - ზემო ახალშენის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„სამწლიანი ბრძოლა, რომელშიც დამარცხდა სიცოცხლე...“ - ზემო ახალშენის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ზემო ახალშენის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სამწლიანი ბრძოლა, რომელშიც დამარცხდა სიცოცხლე, ოჯახი, სოფელი, სკოლა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი სიცოცხლით სავსე, კეთილი, გულმოყვასი და მხიარული გოგო, დიანა ფარტენაძე.

ზემო ახალშენის საჯარო სკოლა ძალიან დიდი მწუხარებითა და გულდაწყვეტით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე, ყოჩაღი გოგო, დიანა.

ბრძოლას ის შედეგი არ მოჰყვა, რაც ყველას გაგვახარებდა, დამარცხდა დიანა და დავმარცხდით ჩვენც. მშვიდობით განისვენე დიანა იმქვეყნიურ სასუფეველში, გვიყვარდა, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.