აჟიოტაჟი პაატა ბურჭულაძის გარშემო - როგორ ეხმაურება საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი მის გარშემო ატეხილ სკანდალს?
ცნობილი საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი ნათლულის ბუბა (უშბა) ონიანის ქორწილზე კიდევ ერთხელ წერს, ამჯერად ერთ-ერთ ტელეკომპანიას ეხამურება.
"გუშინწინ ვიყავი მცხეთაში ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ტარიელ ონიანის, შვილის ქორწილში, რომლის ნათლიაც ვარ. "ტვ. იმედმა" გამომიჭირა დანაშაულზე იმაში, რომ ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო რუსულად ვთქვი. მაინტერესებს თუ რა ენაზე უნდა დამელოცა ისინი, თუ პატარძალი რუსულენოვანია? "ტვ.ნადეჟდას" რჩევა არ მოუცია. ამჯერად მარტო გამაკრიტიკა. ამაზეც დიიიიიიიიდი მადლობა!"
შეგახსენებთ, ე.წ. კრიმინალური ავტორტეტის ტარიელ ონიანის შვილის ქორწილის შესახებ ინფორმაცია ცნობილი სწორედ პაატა ბურჭულაძისგან გახდა. მან გამოაქვეყნა ფოტოები და სტატუსი სოციალურ ქსელში.