loader

"მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა, ვიყო თბილისელების სამსახურში" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა, ვიყო თბილისელების სამსახურში" - კახა კალაძე

მზად ვარ, ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ულა­მა­ზეს დე­და­ქა­ლაქს, ვემ­სა­ხუ­რო თბი­ლი­სე­ლებს , - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, დე­და­ქა­ლა­ქის მოქ­მედ­მა მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბი წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ექ­ტი და პროგ­რა­მა აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა, რაც დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია."მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს და­გეგ­მი­ლი. შე­უქ­ცე­ვა­დია ის პრო­ცე­სე­ბი, რაც მი­დის - პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის. რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი, დღეს ჩვენ რომ მშვი­დო­ბა არ გვქონ­დეს ქვე­ყა­ნა­ში. ეს მხო­ლოდ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თემა არ არის. ყვე­ლა­ფე­რი კომ­პლექ­სუ­რია, ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ის, რომ გვაქვს მშვი­დო­ბა და ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბა, რა თქმა უნდა, გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვი­სა­უბ­როთ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს - გზე­ბის, გამ­ზი­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, გა­ნახ­ლე­ბას; გა­ვაგ­რძე­ლებთ ახა­ლი ბა­ღე­ბი­სა და სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას; მხარ­და­ჭე­რას სტუ­დენ­ტე­ბის­თვის; სო­ცი­ა­ლურ და ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მებს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­მა­მად სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს ჩვე­ნი გუნ­დი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", რო­მე­ლიც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ეს ჩვენ­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის, ასე­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის­თვის და პი­რა­დად ჩემ­თვის, ძა­ლი­ან დიდი ძა­ლაა", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის მმარ­თველ გუნდს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მხარ­და­ჭე­რის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მის გა­რე­შე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ მას­შტა­ბის პრო­ექ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი. მად­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, თი­თო­ე­ულ პარ­ლა­მენ­ტარს მხარ­და­ჭე­რის­თვის, რად­გან რე­ფორ­მე­ბის, ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. მზად ვარ, ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ულა­მა­ზეს დე­და­ქა­ლაქს, ვემ­სა­ხუ­რო თბი­ლი­სე­ლებს. ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს ჩემ­თვის. მად­ლო­ბე­ლი ვარ ღმერ­თის, რომ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიყო თბი­ლი­სე­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში", - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ავ­რცე­ლებს.