loader

როგორ გამოიყურება დატბორილი ხობი დღეს - კადრები სტიქიის ზონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება დატბორილი ხობი დღეს - კადრები სტიქიის ზონიდან

ძლიერმა წვიმამ პრობლემები ხობის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და სარდაფები. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.

მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. მათივე ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება არხები.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც.

რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირები, მეწყრული პროცესიების შედეგად, ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ. პრობლემურ გზებზე მოძრაობა მალევე გაიხსნა.

შექმნილ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გაცემულია შესაბამისი დავალება ზარალის შესწავლასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.

ვიდეო: khobi info