loader

"საოჯახო ბიზნესი გვქონდა საკოლექციო მცენარეების, არაფერი დარჩა ღია ცის ქვეშ, ქოთნებიც კი დაგლიჯა" - სტიქია ფოთში -რა კადრებს ავრცელებს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საოჯახო ბიზნესი გვქონდა საკოლექციო მცენარეების, არაფერი დარჩა ღია ცის ქვეშ, ქოთნებიც კი დაგლიჯა" - სტიქია ფოთში -რა კადრებს ავრცელებს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა?

სტიქია სამეგრელოში - ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა ფოთიდან კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ძლიერმა წვიმამ სახლები დატბორა და მცენარეები გაანადგურა.

"საოჯახო ბიზნესი გვქონდა, ჩვენი გამოზრდილი იშვიათი საკოლექციო მცენარეების. არაფერი დარჩა ღია ცის ქვეშ, ქოთნებიც კი დაგლიჯა კი დაგლიჯა, ისეთი სეტყვა იყო. აღდგენას არ ექვემდებარება.- წერს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.

ფოთში, უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. წყლისგან ზიანი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა მცენარე განადგურდა. ფოთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი ინტენსიური და ხანგრძლივი წვიმა არ ახსოვთ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მათ დახმარება გაეწიოთ.