"ეს მდგომარეობაა ქეთევან წამებულის ქუჩაზე, საშინელებაა" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
"ეს მდგომარეობაა "300 არაგველებზე", ქეთევან წამებულის 45-43 ნომერებში... იტალიური ეზოებია, სადაც მთელი დღე ბავშვები დარბიან. დიდი საშიშროებაა, რომ კედლები ჩამოინგრეს. ინვესტორი შემოსულია, მაგრამ უბრალოდ იყიდა და მგონი, არც აპირებს დანგრევას, სანამ მსხვერპლი არ იქნება... გაზის მილი იჭერს კედელს, საშინელებაა" - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ვიდეოკადრბეს აქვეყნებს.