loader

მარნეულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი დააკავეს - "ბრალდებულმა ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან თანამშრომელს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი დააკავეს - "ბრალდებულმა ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან თანამშრომელს"

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ამ არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის შვი­ლი, მა­მუ­კა გი­გა­ნია.

"ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ. არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 2 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მარ­ნე­ულ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­კონ­დიტ­რო მა­ღა­ზი­ა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრო­მელს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.გ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო: 24News.ge