"თბილისობა 2025" დედაქალაქში წელს 20-21 სექტემბერს იმართება - ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია
სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2025“ დედაქალაქში წელს 20-21 სექტემბერს იმართება.
ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები.
20 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.