“საშიში სიტუაციაა ზღვაზე” - ვრცელდება კადრები ბათუმიდან, სადაც შტორმია: სინოპტიკოსი მოსახლეობას აფრთხილებს
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ბათუმიდან ინფორმაცია კადრებს ავრცელებს და წერს:
„ზღვაზე შტორმული სიტუაციაა, დაზიანებულია ბულვარის ცალკეული ტერიტორია...
საშიში სიტუაციაა ზღვაზე, გაცემულია შტორმული გაფრთხილება! არ მიხვიდეთ ტალღებთან ახლოს! ნუ გადააქცევთ სტიქიას სანახაობად!
იყავით ფრთხილად!"