ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის ვაჟის ქორწილი მცხეთაში - რას წერს პაატა ბურჭულაძე და რა ფოტოებს აქვეყნებს ის
ცნობილი ქართველი ბანი და პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მცხეთაში, მისი ნათლული უშბა ონიანის ქორწილში იმყოფება.
"მინდა ვუსურვო მას და მის მეუღლე მარიამს ბედნიერების მრავალი წელი", - წერს ბურჭულაძე და ფოტოებს აქვეყნებს.
სურათებიდან ირკვევა, რომ ის ქართველი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის, იგივე ტაროს ვაჟის, უშბა-ბუბა ონიანის ქორწილში იმყოფება. ფოტოებზე ჩანს, რომ სიძეს, უშბა ონიანს, ქართული ეროვნული სამოსი, ჩოხა აცვია. ფოტოებზე ჩანს ასევე ბურჭულაძის ცოლი და გვანცა ონიანი, რომელიც ძმის ქორწილში ლურჯი საღამოს კაბით არის.
ამ ამბიდან მალევე, ბანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, ამჯერად რუსთაველის გამზირიდან, სადაც აქციაზე იმყოფება.
ვინ არის უშბა ონიანი და როგორ გახდა ბურჭულაძე მისი ნათლია? განაგრძეთ კითხვა...