loader

რა გახდა დიდი ბრიტანეთის მიერ ოთარ ფარცხალაძის და ლევან ვასაძის დასანქცირების მიზეზი - ოფიციალური განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა დიდი ბრიტანეთის მიერ ოთარ ფარცხალაძის და ლევან ვასაძის დასანქცირების მიზეზი - ოფიციალური განცხადება

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს და ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძეს - სან­ქცი­რე­ბის მი­ზე­ზებ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია მათი მხარ­და­ჭე­რა რუ­სე­თის­თვის უკ­რა­ი­ნის ომში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში.

ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სან­ქცი­ე­ბი წეს­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ზრდის ფონ­ზე.

კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის გარ­და ბრი­ტა­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და ორ ნავ­თო­ბტან­კერს რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის ბა­თუ­მის პორ­ტში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის გამო - ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თის მიერ რუ­სე­თის "ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტის" ნა­წი­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი და დიდი ბრი­ტა­ნე­თის პორ­ტებ­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლათ.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი პა­კე­ტი მი­ზან­ში იღებს "უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ომის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ მხარ­დამ­ჭე­რებს“.

"მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, კრემ­ლი უფრო აქ­ტი­უ­რად ეძებს მა­რი­ო­ნე­ტებს მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც მის ომსა და პრო­პა­გან­დის­ტულ ოპე­რა­ცი­ებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

ორი ნავ­თო­ბის ტან­კე­რი და­სან­ქცირ­და ბა­თუ­მის ქარ­თულ პორ­ტში რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის, რო­გორც "ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტის“ ნა­წი­ლი - გაც­ვე­თი­ლი და სა­ში­ში გე­მე­ბის ნაკ­რე­ბი, რომ­ლებ­საც კრემ­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლად იყე­ნებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რაც უკ­რა­ი­ნა­ში უკა­ნო­ნო ომის და­ფი­ნან­სე­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი წყა­როა…

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მე­დი­ა­მაგ­ნა­ტი ლე­ვან ვა­სა­ძე მი­ზან­შია ამო­ღე­ბუ­ლი თა­ვი­სი პლატ­ფორ­მე­ბის პრო-რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ბიზ­ნეს­მე­ნი, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მელ­საც ფარ­თო კავ­ში­რე­ბი აქვს რუ­სეთ­თან და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” უმაღ­ლეს დო­ნე­ებ­თან, ასე­ვე სან­ქცი­რე­ბუ­ლია,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სან­ქცი­რე­ბულ ფარ­ცხა­ლა­ძე­სა და ვა­სა­ძეს გა­ე­ყი­ნათ ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში და აეკ­რძა­ლათ ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა. ლე­ვან ვა­სა­ძე პირ­ვე­ლად გახ­და სან­ქცი­ე­ბის სა­მიზ­ნე, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე კი და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ჰყავს აშშ-ს.

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო, ხალ­ხმრა­ვა­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის ფონ­ზე.

  • 2024 წლის 19 დე­კემ­ბერს ბრი­ტა­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ შს მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს და უწყე­ბის კი­დევ ოთხ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძეს, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილს, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილს და მი­ლე­რი ლა­გა­ზა­ურს. მათ­გან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს მხო­ლოდ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძეა დარ­ჩე­ნი­ლი.

  • 2024 წლის 2 აპ­რილს დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და­ა­სან­ქცი­რა ქარ­თვე­ლო მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე.

  • 2025 წლის 10 აპ­რილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ბე­დო­ი­ძეს, გდდ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე მირ­ზა კე­ზე­ვა­ძეს და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ კარ­ლო კა­ცი­ტა­ძეს. ამ ფაქ­ტი­დან ერთ თვე­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გა­უქ­მდა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გა­მო­იც­ვა­ლა.