loader

ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფოტომასალას წარადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილი ქალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფოტომასალას წარადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილი ქალია

BBC-ის ცნობით, ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები აშშ-ის სასამართლოს "მეცნიერულ მტკიცებულებებსა" და ფოტომასალას წარუდგენენ იმის დასადასტურებლად, რომ საფრანგეთის პირველი ლედი, ნამდვილად ქალია.

წყვილის ადვოკატის განმარტებით, მაკრონებმა სარჩელი ამერიკელი ჟურნალისტისა და ინფლუენსერის, კენდის ოენსის წინააღმდეგ უკვე შეიტანეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცად დაიბადა და ის ტრანსგენდერი ქალია.

"ძალიან მტკივნეულია, რომ ადამიანს უწეევს მსგავსი მტკიცებულებების წარდგენა... ეს პროცესი საჯაროდ მოხდება. ბრიჯიტი მზად არის, გაუძლოეს ყველაფერს და დაადასტუროს სიმართლე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას აღნიშნულ საკითხს," - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სკანდალი დაიწყო YouTube ვიდეოთი, სადაც ოუენსმა გააჟღერა ე.წ. „სახელმწიფო დონის ტყუილი“. მისი მტკიცებით, ბრიჯიტ მაკრონი 1980-იან წლებში ტრანსგენდერი ქალი გახდა და ის არ არის საკუთარი შვილების ბიოლოგიური დედა. თეორია ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, თუმცა, მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.