loader

"ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა - ნავთობის ფასი თუ დავარდება, მას ომიდან გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება" - დონალდ ტრამპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა - ნავთობის ფასი თუ დავარდება, მას ომიდან გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება" - დონალდ ტრამპი

"ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, დღეს უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე უკრაინელი და იმედი გამოთქვა, რომ მალე კარგი ამბები ექნება.

“მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს.

იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის”, - დასძინა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ის მზად არის რუსეთის მიმართ რაღაცები გააკეთოს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპელები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ. მისივე თქმით, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გარიგებაზე წასვლა მოუწევს.

„ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ…

მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს”, - განაცხადა ტრამპმა.