ადვოკატის განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ განუცხადა.
ადვოკატი ზვიადაურის გარშემო დასმულ კითხვებს არ პასუხობს და ამბობს,რომ განცხადებას ხვალ გააკეთებს.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.