რატომ გააძევა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან ხატია ვიბლიანი? - ვრცელდება კადრები
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა არასრულწლოვნის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი ქალი, ხატია ვიბლიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მიზეზად მოსამართლემ სასამართლოსთვის შეუსაბამო ჩაცმულობა დაასახელა.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებმა მკლავჭიდელ ქალს კითხვები დაუსვეს.
მან მომხდარის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ პირი, ვის მიმართაც მას ძალადობას ედავებიან, არ იცოდა, არასრულწლოვანი რომ იყო.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
foto: "ტვ პირველი"