"პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როგორც ჩანს, ოთახში მათთან ერთად უნდა ვიყო" - დონალდ ტრამპი
ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს და ევროპამ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს. ისინი მხოლოდ საუბრობენ, მაგრამ მათ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ „ტანგოსთვის ორია საჭირო“.
„პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როგორც ჩანს, ოთახში მათთან ერთად უნდა დავჯდე, რადგან თავად მათ ეს არ შეუძლიათ. მათ შორის დიდი სიძულვილია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.