loader

რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ოსკარის“ ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისმა წარმომადგენელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რედფორდი იუტას მთებში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„იმ ადგილას, რომელიც უყვარდა, გარშემორტყმული იმ ადამიანებით, რომლებიც უყვარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რობერტ რედფორდი ცნობილია ფილმებით : „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“, „სტინგი“ და სხვა.

რედფორდი ასევე იყო სანდენსის კინოფესტივალის, აშშ-ში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კინოფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი.