საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - რას აცხადებენ უწყებაში?
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000 - მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია ორი პირი.