loader

რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა

„ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ.

ელენე მაგარია, ყველაზე მაგარი! ეგ კი გაუძლებს!

„ქოცები“ კი, რაც უარესს იზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის. მიდით, მიაწექით "ანტიქართულო ოცნება", ბოლომდე გაიფარჩაკეთ თავი!

"იმედია მალე გამოუშვებენ" -ს რატომ არ ვწერ, მართლა იმედია, რომ ხვდებით. ლოტოტრონის სამართალში "დაჭერა" მოვარდება თუ "გირაო", მაგაზე მკითხაობით ვერ დავკავდები.

თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.