"ხატულიკ, შენ ყვითელ კბილებს შეხედე, რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში?" - ვის და რატომ დაუპირისპირდა შორენა ბეგაშვილი?
სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანების მისამართით ხშირად ვხვდებით კრიტიკას და უარყოფით კომენტარებს. ამჯერად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში შორენა ბეგაშვილი და მამუკა ურუშაძე მოექცნენ.
წყვილი თურქეთში ერთობლივ დასვენებას აგრძელებს და შორენა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც ერთ-ერთი მომხმარებლის კრიტიკა დაიმსახურა.
"ვაიმე ამ ტუჩებს რას უშვრება, სად მიჰყავს ეს სილამაზე. ზედმეტი არაფერი ვარგა, ახლა არ დამაყაროთ კომენტარები, ყველას გვაქვს აზრის დაწერის უფლება და არა აგრესია," - წერს ერთ-ერთი ადამიანი ფოტოს კომენტარებში.
შორენამ კრიტიკას მკაცრად უპასუხა:"ნატულიკ, მე სახელითაც ვერ გცნობ, ვინ ხარ და რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში. ჩემი თავი მე ასეთი მომწონს," - აღნიშნა შორენამ.
