"მუქარა ისმის, იმატა მძიმე დანაშაულებმა, ისინი კი ჩვენ გვებრძვიან" - რა კადრებს აზიარებს გია ვოლსკი გერმანიიდან?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აზიარებს.
ვოლსკის თქმით, მაშინ, როცა გერმანიაში ისმის მუქარა და იმატა მძიმე დანაშაულებმა, ისინი საქართველოს და მის ხელისუფლებას ებრძვიან.
“ეს გერმანიაა მუქარა ისმის, რადიკალური მოთხოვნები, იმატა მძიმე დანაშაულებმა… ისინი კი ჩვენ გვებრძვიან. გამჭვირვალობის კანონის მიღება, როგორ შეიძლება, პრორუსულობაზე მეტყველებს” , - წერს ვოლსკი.