loader

სახელმწიფო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას დღეიდან იწყებს - როგორია ფასი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახელმწიფო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას დღეიდან იწყებს - როგორია ფასი

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს, 1 კილოგრამს 1 ლარად, დღეიდან მიიღებს.

თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება“, - აღნიშნულია განცხადებაში.