"მიშა და ბიძინა უფრო შეიძლება ერთად იყვნენ საქმეში, ვიდრე ლორთქიფანიძე და ახალაია" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, ეხმაურება Prime Times-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების საქმეში ბაჩო ახალია და გია ლორთქიფანიძე ფიგურირებენ.
"მიშა და ბიძინა უფრო შეიძლება ერთად იყვნენ საქმეში, ვიდრე ლორთქიფანიძე და ახალაია. ბავშვებო, რომ იცოდე ეგ ორი დაპირისპირებული მხარეა ჯერ კიდევ ნაცების დროიდან. ძალიან ბოდვა ზღაპარი დაიწერა. ველოდები უფრო დამაჯერებელს," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.