loader

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირზე 288-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან იყვნენ შეკრებილი.

ამ დროისთვის, მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

მოქალაქეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მეგი დიასამიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.