loader

"ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს" - ანა წითლიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს" - ანა წითლიძე

"მე, ანა წით­ლი­ძე ვა­ორ­მა­გებ და 400 ათას დო­ლარს ვთა­ვა­ზობთ ნე­ბის­მი­ერ ძა­ლო­ვანს, რო­მე­ლიც არ და­არ­ბევს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს და რო­მე­ლიც გად­მო­ვა ხალ­ხის მხა­რეს", - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა წით­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ქრთა­მის მი­ცე­მის სა­ჯა­როდ და­პი­რე­ბის­თვის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ანა წით­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბა 4 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ას, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეში­ნია "მშვი­დო­ბი­ა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის“."მივ­მარ­თავ ჩმორ მდი­ნა­რა­ძეს, რო­მე­ლიც ერთხელ ნა­ცე­მი მყავს პარ­ლა­მენ­ტში, თუ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს იმი­ტომ, რომ 200 ათას დო­ლარს სთა­ვა­ზობ­და ნე­ბის­მი­ერ ძა­ლო­ვანს, რო­მე­ლიც არ შე­ას­რუ­ლებ­და რე­ჟი­მის უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბას, ახლა, მე ანა წით­ლი­ძე ვა­ორ­მა­გებ და 400 ათას დო­ლარს ვთა­ვა­ზობთ ნე­ბის­მი­ერ ძა­ლო­ვანს, რო­მე­ლიც არ და­არ­ბევს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს და რო­მე­ლიც გად­მო­ვა ხალ­ხის მხა­რეს. ჩმორ მდი­ნა­რა­ძეს, რო­მელ­საც კა­ცად წარ­მო­უდ­გე­ნია თავი, შე­უძ­ლია ახლა გა­მო­ვი­დეს და და­მა­კა­ვოს მეც და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც.

რე­ა­ლუ­რად, სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც დად­გეს, მხო­ლოდ ერ­თა­დერთ რა­მეს მი­უ­თი­თებს, რომ ის­ტე­რი­უ­ლად ეში­ნია ოლი­გარ­ქს 4 ოქ­ტომ­ბრის და მშვი­დო­ბი­ა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის. ხომ ძა­ლი­ან ბევ­რს აქი­ლი­კებ­დნენ რომ ვე­რა­ფერს ვერ იზამ­დნენ, ხომ ძა­ლი­ან კარ­გად ვნა­ხეთ, რომ დღეს ასე ჩა­საფ­რე­ბით გა­ი­ტა­ცეს ხა­ბე­იშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი რა­მის გამო, რომ არ შედ­გეს 4 ოქ­ტომ­ბე­რი, მაგ­რამ 4 ოქ­ტომ­ბე­რი არ იყო და არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ზე ან 2 ადა­მი­ან­ზე. და­ი­ჭი­რეთ ხა­ბე­იშ­ვი­ლი და ზო­დე­ლა­ვა და და­ი­ჭერთ კი­დევ რამ­დე­ნი­მეს? იქ­ნე­ბა უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დრო­შას აი­ღებს ხელ­ში. დღეს ხა­ბე­იშ­ვი­ლის დრო­შა გვი­ჭი­რავს ჩვენ, მი­ჭი­რავს პირ­სად მე, ანა წით­ლი­ძეს, ჩვენს თა­ნა­მებ­რძო­ლებს და ამ დრო­შას გა­მარ­ჯვე­ბით კი­დევ უფრო მაღ­ლა აწე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ანა წით­ლი­ძემ.