"პირდაპირ ეთერში უყურებთ კადრებს, რომ სასწრაფოში სვამენ ჯუანშერ ბურჭულაძეს...ტვინის შერყვა ჰქონდაო" - "ტვ პირველი"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების კადრებს არ გაასაჯაროვებს.
სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა, მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა და ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი. სწორედ ამიტომ მან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა.
უწყების განცხადებით, აღნიშნული მიზეზების გამო კადრები საჯაროდ არ გავრცელდება.