loader

სუს-ის შენობაში პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუს-ის შენობაში პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს. ამ დროისთვის, უცნობია რა სტატუსით იმყოფება ზოდელავა სუს-ის შენობაში.

მანამდე მურთაზ ზოდელავამ კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე და თქვა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გაეცეს.

„ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი",- განაცხადა ზოდელავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.