ჰოლანდიაში 46 წლის ქართველი მამაკაცი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია?
აგვისტოში, ჰოლანდიაში სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, პოლიციამ 46 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მამაკაცს ბრალი ედება ძალადობრივ გაუპატიურებასა და მისი მცდელობისთვის. ეჭვმიტანილი, რომელიც ქვეყანაში სამუშაოდ იყო ჩასული, ქალაქ ბუნსხოტენის მიგრანტთა დასახლებაში ცხოვრობდა. მის დაპატიმრებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ოპერაცია, რომელშიც პოლიცია საზოგადოებრივ დახმარებას აქტიურად იყენებდა.
დანაშაულის ქრონოლოგიაინციდენტები 15 აგვისტოს, ზაისტში მოხდა. თავდაპირველად პოლიციამ ორი შეტყობინება მიიღო, რასაც მასშტაბური გამოძიება მოჰყვა. საგამოძიებო მასალების თანახმად, დაახლოებით 12:00 საათზე, მამაკაცი ზაისტის გრენსვეგის ქუჩაზე, ჰოგ კანესთან, ქალს ისეთ მანძილზე მიუახლოვდა, რომ შეშინებულმა დახმარებისთვის ხმამაღლა ყვირილი დაიწყო, რის გამოც ბრალდებული გაიქცა. პროკურატურამ ეს ფაქტი ძალადობრივი გაუპატიურების მცდელობად შეაფასა.
დაახლოებით საათ ნახევრის შემდეგ, 13:30 საათზე, ეჭვმიტანილი პრინცესა მარიანელაანის ქუჩაზე მეორე ქალს აედევნა. ის ქალს ზაისტის ტყეში მიჰყვა, სადაც მასზე სექსუალურად იძალადა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მამაკაცი ტყეში გაიქცა და მიუხედავად ფართომასშტაბიანი ძებნისა, გაუჩინარდა. ორივე ინციდენტში მამაკაცის აღწერილობა ერთმანეთს დაემთხვა, ასევე დადგინდა, რომ მას აღმოსავლეთევროპული აქცენტი ჰქონდა.
სამძებრო ოპერაცია და დაკავება მას შემდეგ, რაც პოლიციამ მიზანმიმართულად გაავრცელა ეჭვმიტანილის ამოსაცნობად ფოტო და ვიდეო მასალა, გამოძიება დაჩქარდა. პოლიციამ ეს ნაბიჯი "მძიმე საგამოძიებო საშუალებად“ შეაფასა. გავრცელებულმა კადრებმა შედეგი გამოიღო - სამართალდამცავებმა მრავალი მნიშვნელოვანი ცნობა მიიღეს, რამაც ისინი ბუნსხოტენში, მიგრანტთა დასახლებასთან მიიყვანა.
ეჭვმიტანილი, რომელიც სახლში, რომელშიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა, მომხდარიდან ერთ კვირაში, 21 აგვისტოს დააკავეს. ის პოლიციის მიერ გავრცელებული კადრებზე, მასთან ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა ამოიცნეს. განაგრძეთ კითხვა