loader

"უკვე სისხლი მომდის ყურიდან" - კახა კალაძე ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე სისხლი მომდის ყურიდან" - კახა კალაძე ჟურნალისტს

კანონი ყველას წინაშე ერთნაირად მუშაობს. ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია და სამწუხაროა. უნდა შევეცადოთ, თავი შევიკავოთ ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია და არაა მისასალმებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ 8-9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.

რაც შეეხება უშუალოდ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებულ კითხვას, „თუ რატომ გაიმეტეს ის“, კალაძე პასუხობს: „მე გავიმეტე თუ თვითონ გაიმეტა თავი?“