loader

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

რუსთაველის გამზირზე 287-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან იყვნენ შეკრებილი.

მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პოლიციის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, მსვლელობის მონაწილეებისთვის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის თაობაზე, ხმაური მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მსვლელობა გზის სავალ ნაწილზე განაგრძეს.

ამ დროისთვის, მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

ვიდეო: MO SE