მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია საავტომობილო გზა
მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.ფილარმონიასთან ორი ლოკაციიდან - რესპუბლიკის მოედნიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარში შეერთდა, რის შემდეგაც საარჩევნო შტაბთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრამდე შტაბთან პროტესტს არ შეწყვეტენ.