loader

მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან მივიდნენ და მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან მივიდნენ და მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.პარლამენტთან შეკრებილებს მელიქიშვილის გამზირიდან მსვლელობით შეუერთდნენ მომიტინგეები. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვებოდა პოლიცია.მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 286-ე დღეა მიმდინარეობს.მოქალაქეები კახა კალაძის შტაბთან მას შემდეგ იკრიბებიან, რაც შტაბის გახსნის დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.ასევე, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.