loader

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება - 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მანამდე პროტესტის მონაწილეებმა კახა კალაძის ბანერზე წარწერა: „რუსული ოცნება“ გააკეთეს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.