საქართველოში 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 20:56-ზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი კი აფხაზეთში, გაგრიდან 9კმ-ში, ჩრდილო აღმოსავლეთით იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.